|
2021-06-02 10:42:14, 1339 ნახვა
სამართალი
გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 1985 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთს მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა ფული. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს თაღლითური გზით დაუფლებული თანხა. თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)