07:21 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 15:57:59, 468 ნახვა

საზოგადოება
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიდა

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიდა.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ტერმინთა განმარტებას დაემატა ახალი პროდუქტები: „ღვინისეული სასმელი“ - ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი  სასმელი, რომლის მოცულების არანაკლებ 50%-ისა შედგება ღვინისაგან, სპირტშემცველობა კი 3,5%-დან-14,5%-მდეა და „დეალკოჰოლიზებული ღვინო“ - ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციის გზით და სპირტშემცველობა  0,5%-დან 15%-მდეა. 

სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ღვინისეული სასმელის ეტიკეტირება სავალდებულოა. 

კანონში შესული ცვლილებება ეხება ბრედსაც; მასში სპირტშემცველობის დაშვებული მაჩვენებელი არ უნდა იყოს 36%-ზე ნაკლები, ნაცვლად დღემდე დადგენილი 37.5%-ზე ნაკლებისა. 

ცვლილებებით, 2023 წლის 1 იანვრიდან, სავალდებულო ხდება ყველა ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება. დღემდე, სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებოდა მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ნებაყოფლობით იყო. 

ამასთან ერთად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებებით,  დაზუსტდა ადმინისტრაციულ სახდელთა ოდენობა.

საკანონმდებლო ცვლილებები ღვინის საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებისა და ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით, ასევე ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics