|
2021-05-30 10:05:46, 4259 ნახვა
ომი უკრაინაში
The Sunday Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელებას სარწმუნოდ მიიჩნევს
The Sunday Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელებას სარწმუნოდ მიიჩნევს. მედია წერს, რომ თუ ზუსტი ინფორმაცია არ გაირკვევა, შესაძლოა იგივე შეცდომა კიდევ განმეორდეს. თავდაპირველად ამერიკულ და ბრიტანულ დაზვერვას, კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელება სარწმუნოდ არ მიაჩნდათ, თუმცა შემდეგ, რამდენიმე უცნობი წყაროს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მათ ეს ვარიანტი ისევ განიხილეს. მეცნიერების ნაშრომები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა არ გამოაქვეყნეს. მათ შორისაა, ნორვეგიელი ვირუსოლოგი ბირგერ სორენსენი და ლონდონის წმინდა გიორგის უნივერსიტეტის პროფესორი ანგუს დალგლიში, რომლებიც თითქმის ერთი წელია, რაც ამტკიცებენ, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა და ის ხელოვნური წარმოშობისაა. საგულისხმოა, რომ მარტში ჩინეთში მყოფმა ჯანმოს ექსპერტებმა ვირუსის ხელოვნური წარმოშობა არ დაადასტურეს და თქვეს, რომ ის ცხოველიდან ცხოველზე და შემდეგ კი ადამიანზე გავრცელდა. ხსენებული ჯანმოს ექსპერტების მოხსენება, 14-მა ქვეყანამ მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ, ისრაელმა, კანადამ, ლატვიამ, ლიტვამ, ნორვეგიამ, სლოვენიამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ გააკრიტიკა და მათ აღნიშნეს, რომ ჯანმოს გუნდს ოფიციალურმა ჩინეთმა სრულ მასალებზე წვდომის უფლება არ მისცა. ამავდროულად, ოფიციალური პეკინი კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)