08:47 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 14:22:29, 564 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) ატაშესთან - ჰეზერ ბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, ასევე, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ჩატარებულ ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის.

ვახტანგ გომელაურმა ატაშეს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მისი ხელშეწყობით კიდევ უფრო გაღრმავდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics