|
2021-05-24 23:59:19, 690 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას და ახლა შეთანხმებიდან გასვლა სურთ
„ოპოზიციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას და ახლა შეთანხმებიდან გასვლა სურთ“, - ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის სულისკვეთებაა, კანონპროექტის მთავარი არსი ნიკა მელიას შეეხოს მხოლოდ. „ჩვენ გვქონდა კონკრეტული შენიშვნები და შეკითხვები ოპოზიციის მიერ დაინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით და ვერ მივიღეთ პასუხები. ოპოზიციის სულისკვეთებაა, რომ კანონპროექტის მთავარი არსი იყოს ერთადერთ პირზე, ნიკანორ მელიაზე გავრცელდეს ამნისტია. ისინი არიან მოტივირებულნი იმ სულისკვეთებით, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიას შეეხოს, სხვა მოცემულობა არ აინტერესებთ და ეს ჩაკეტილი აქვთ დაზარალებულის თანხმობით, პოლიციელებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ავრცელებენ, თუ დაზარალებული თანახმაა და ჩვენ წინასწარი განწყობა ვიცით, რომ დაზარალებული თანახმა ვერ იქნება და არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა ჯერ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, აიღეს პასუხისმგებლობა, ახლა ამ შეთანხმებიდან გასვლა სურთ და ნაცვლად პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა, მორალური პასუხისმგებლობა გადააქვთ დაზარალებულებზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)