|
2021-05-24 11:49:01, 905 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე „ნამახვანჰესზე“ - ჩემი მინისტრობისას არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა
ჩემი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განცახადა. კახა კალაძის თქმით, „ნამახვანჰესის“ პროექტზე მუშაობა მისი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს არ დაწყებულა, თუმცა რომ დაწყებულიყო, დღეს უკვე აშენებული იქნებოდა. „ჩემი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული ის რესურსები, რომელბიც ქვეყანას გააჩნია, იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია, რადგან პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეზე, გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. მე როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მეამაყება, ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ძალიან მაგარია ქვეყნისთვის. ჩემი მინისტრობის დროს არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)