|
2021-05-22 19:37:26, 633 ნახვა
კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი - არ მგონია, რომ „გირჩის“ კანონპროექტი დღის წესრიგში იდგეს, 20 ივნისი სხვა თემებთან არაფერ შუაშია
„არ მგონია, რომ „გირჩის“ კანონპროექტი დღის წესრიგში იდგეს, 20 ივნისი სხვა თემებთან არაფერ შუაშია“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიების ნაწილი „ქართული ოცნებისგან“ მოტყუებული დარჩნენ. „არ მგონია, რომ ახლა დღის წესრიგში უნდა იდგეს საკითხი ასე, როგორც ამას ეს პოლიტიკური გაერთიანება აყენებს. 20 ივნისი სხვა თემებთან არაფერ შუაშია. ჯერ გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით მივიღოთ, იმ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღეს მათ შორის „გირჩის“ მონაწილეობით, რომელიც ამაზე საუბრობს. მესმის, გარკვეული პარტიებისთვის რთულია, როდესაც, პრაქტიკულად, მოტყუებულები დარჩნენ „ქართული ოცნების“ შემდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა მახინჯი და ბარბაროსული კანონპროექტი ამნისტიასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, ეს კანონპროექტი შეიძლება, გავიდეს. ახლა ეძებენ გამოსავალს, მაგრამ ჯობს, ახლა იმ კანონპროექტზე კონცენტრირდენ, რომელიც მისაღებია. არ მგონია, საერთოდ, ეს კანონპროექტი ინიცირებული იყოს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)