|
2021-05-22 11:33:00, 889 ნახვა
სამართალი
რეგულირების სააგენტომ 2 სტომატოლოგიურ კლინიკაში ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში აზოტის ქვეჟანგის, ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა. უწყების ცნობით, ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენება იმ ექიმ-სტომატოლოგებისგან ხდებოდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ. გარდა ამისა, აზოტის ქვეჟანგი საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის. ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ფარმაცევტული პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა. უკანონო საექიმო საქმიანობისთვის კი 4 სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს. „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, შესწავლილ იქნა სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისას, სედაციის მიზნით, ფარმაცევტული პროდუქტის - აზოტის ქვეჟანგის გამოყენების და აგრეთვე, სავარაუდო უკანონო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტები. დარღვევა გამოვლინდა 2 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში. ორივე დაწესებულება იყენებდა არარეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტს. გარდა ამისა, ორი დაწესებულებიდან ერთ-ერთში ინჰალაციურ ანესთეზიას არ ანხორციელებდნენ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები და შესაბამისად გამოიკვეთა უკანონო საექიმო საქმიანობა. აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამისი ოქმები გადაგზავნილია სასამართლოში. გარდა ამისა, უკანონო საექიმო საქმიანობისთვის, სტომატოლოგების საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს“ - აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)