11:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 15:09:19, 751 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს ტატიანა მატიჩს შეხვდა

მადრიდის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის Fitur 2021 - ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს ტატიანა მატიჩს შეხვდა. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორის სტატუსით არის წარდგენილი.

შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეალურ პოტენციალს ნაკლებად ასახავს და არსებობს შესაძლებლობები იმისა, რათა უფრო მეტად განვითარდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს დიალოგი სერბეთთან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში. აღინიშნა, რომ პანდემიამდე სერბეთიდან საქართველოში ტურისტების მზარდი დინამიკა ჰქონდა. „ჩვენ მზად ვართ, უსაფრთხოდ და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ვუმასპინძლოთ ტურისტებს სერბეთიდან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics