|
2021-05-19 11:37:15, 407 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მიერ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება
დედაქალაქში ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული თბილისის მერიის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ. „მომდევნო კვირას ვაპირებთ, მოსახლეობას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარვუდგინოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, რა გაკეთდა, რა რეფორმები წამოვიწყეთ, რა იგეგმება სამომავლოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ თბილისის მოსახლეობას ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას დაწყებული აქვს მუნიციპალიტეტის მთავრობის შვიდივე პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშები, რომლის მიზანია, მერიის მიერ განხორციელებული პროექტების, ასევე, წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ მოსახლეობის სრული ინფორმირება. ურბანული განვითარების მიმართულებით ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჰამასთან მიაღწია შეთანხმებას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ
უკრაინამ Wildberry-ის კიდევ ორ საწყობსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)