|
2021-05-19 11:36:39, 436 ნახვა
საზოგადოება
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბარაკების ნაცვლად, სკვერი მოეწყო
საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ბარაკების ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორიაზე 1 300 კვ. მეტრზე გამწვანებით, ხე-მცენარეებითა და საპარკე ინვენტარით აღჭურვილი დასასვენებელი სივრცე განთავსდა. „კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი გადატვირთულია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება კონკრეტული სივრცეების ურბანულად განვითარება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო ე.წ. ბარაკები, სადაც სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა. გვქონდა მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთან და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე მოვაწყვეთ. დიდი არ არის - დაახლოებით, 1 300 კვ. მეტრზეა გაშენებული. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მოლაპარაკებები, ალბათ, აქაც საცხოვრებელი კორპუსები ჩაიდგმებოდა და მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო გადაიტვირთებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილსის მერმა გაწეული სამუშაოსთვის საბურთალოს გამგეობის თანამშრომლებსა და რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძეს მადლობა გადაუხადა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჰამასთან მიაღწია შეთანხმებას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ
უკრაინამ Wildberry-ის კიდევ ორ საწყობსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)