|
2021-05-18 15:17:03, 466 ნახვა
საზოგადოება
პეტრას ციხის ინფრასტრუქტურა განახლდა
პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა და დღეიდან ისევ შეძლებს უმასპინძლოს ვიზიტორებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცევა. ,,დღეს უკვე განახლებული პეტრას ციხე უმასპინძლებს ვიზიტორებს. 3 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა მუშაობდა ამ პროექტზე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიხარია, რომ განახლებული ინფრასტრუქტურით შევხვდებით ახალ სეზონს. ასევე, აქ მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, რომ პეტრას ციხე გახდება როგორც ქობულეთისთვის, ასევე მთლიანად აჭარისთვის ახალი, განახლებული ტურისტული მიმართულება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. პეტრას ციხეზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა. აშენდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჰამასთან მიაღწია შეთანხმებას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ
უკრაინამ Wildberry-ის კიდევ ორ საწყობსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)