|
2021-05-18 12:51:31, 570 ნახვა
სამართალი
სადახლოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებული არიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ერთობლივი ღონისძიების ედეგად, „სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რისკის ანალიზის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უკრაინის რესპუბლიკის სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილი, რომლის დეტალური დათვალიერების შედეგად, ძარის კონსტრუქციაში მოწყობილ სპეცილურ სამალავში აღმოჩენილი იქნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით, 230 ათასი ლარის ღირებულების, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული არადეკლარირებული სიგარეტი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)