|
2021-05-16 13:39:44, 607 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე - ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა
ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორეს თქმით, საზოგადოებას არაფრის უნდა შეეშინდეს, რადგან სიკეთე ბოროტებაზე აუცილებლად გაიმარჯვებს. „გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ და მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. მათთან ერთად იყო იოანე ღვთისმეტყველი. დღეს მენელსაცხებლე დედებთან ერთად ვდღესასწაულობთ ნიკოდიმოსის ხსენებას, რომელმაც დაუთმო თავისი საფლავის ადგილი უფალს და ასევე - იოსებისას. ჩვენ აგრეთვე ვიხსენებთ დღეს თამარ მეფეს; იმდენად დიდი იყო და არის თამარ მეფის ღვაწლი, რომ მენელსაცხებლე დედებს ედრება. დღეს აგრეთვე არის ხსენება დავით წინასწარმეტყველისა. დავით წინასწარმტყველი გამეფდა 30 წლისა და იმეფა 40 წელი. მან მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო ხალხის სულიერ ამაღლებას. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერდება კეთილი საქემე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს, არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს. ჯვარი გეწეროთ. მე ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს; ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა. ჩვენთან არს ღმერთი!“, - ნათქვამია პატრიარქის ქადაგებაში.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)