|
2021-05-13 13:05:55, 542 ნახვა
საზოგადოება
ლუდი „ცივ-ცივი“ დღეიდან ქსელურ მაღაზიებში მხოლოდ ჩამოსასხმელი სახით გაიყიდება
სს "ქართული ლუდის კომპანია" ლუდის სეზონს სიახლეებით ხვდება. კიდევ ერთი ახალი ბრენდი, ლუდი „ცივ-ცივი“ დღეიდან ქსელურ და ლუდის სპეციალურ მაღაზიებში მხოლოდ ჩამოსასხმელი სახით გაიყიდება. ეს არის მეგობრული ბრენდი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაუწევს მეგზურობას ლუდის ცივ-ცივ სამყაროში. „ცივ-ცივი“ ცოცხალი ლუდების კატეგორიიდანაა, რაც ნიშნავს იმას, რომ იქნება მხოლოდ ჩამოსასხმელი სახით, რომლისთვისაც კომპანიამ გაყიდვების პუნქტები სპეციალურად გამოყო, რათა ლუდის მოყვარულებმა სასმლისა და მისაყოლებელი პროდუქტების ერთიანად შეძენა და თან წაღება შეძლონ. "ცივ-ცივის“ ბრენდისთვის სტრატეგია, ბრენდინგი და საკომუნიკაციო კამპანია სააგენტო Leavingstone-მა შექმნა. „ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ჩამოსასხმელი ლუდის ბრენდი და ამ მიმართულებით გაგვეძლიერებინა პოზიციები ბაზარზე. ეს უნდა ყოფილიყო ე.წ. ცოცხალი ლუდი, რომელიც დიდ რეზონანსს გამოიწვევდა ლუდის ქართულ ბაზარზე. ბრენდი სრულიად ნულიდან შეიქმნა, სააგენტოსთან ერთად. ერთობლივად შევარჩიეთ სახელი, შემდეგ, Leavingstone-მა იზრუნა ბრენდინგზე, სტრატეგიაზე, ტიპოგრაფიასა თუ სარეკლამო რგოლზე. ესაა ლუდი მათთვის, ვისაც ცოცხალი ლუდი უყვარს. მათთვის გვსურდა მაღალი ხარისხის თანამედროვე ქართული სასმელი შეგვეთავაზებინა. ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოსასხმელი ლუდის „გატანის“ პრაქტიკა, რადგან ბევრს უყვარს რამდენიმე ლიტრი ჩამოსასხმელი ცოცხალი ლუდის თან წაღება, მისაყოლებელთან ერთად და ისე მირთმევა. ამდენად, „ცივ-ცივი“ დიდი სუპერმარკეტების ქსელების გარდა, ლუდის სპეციალიზებული ობიექტებიდან გაიყიდება", - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი.
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)