|
2021-05-08 14:20:54, 1511 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალში 43 მოსწავლე გადავიდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" ფინალში 43 მოსწავლე გადავიდა. გამარჯვებულების ვინაობა 24 მაისის დაგეგმილ ონლაინშეჯიბრზე გაირკვევა. დასკვნითი ღონისძიება zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება. კონკურსანტებმა ესე კონკრეტულ თემაზე ონლაინრეჟიმში უნდა დაწერონ და საკონკურსო კომისიას ელექტრონულად გაუგზავნონ. საბოლოოდ 10 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდება. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა? სად? როდის?" ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით - ტარდება. პირველ ეტაპზე პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის თემაზე ესეები მოამზადეს და საკონკურსო კომისიას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს. კომისიამ თითოეული მოსწავლის ნაშრომი შეაფასა და ფინალისტები შეარჩია. პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეროვნულ არქივს მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2021-1.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)