15:05 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 15:12:27, 706 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრი ტურიზმში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე 30-მდე სხვადასხვა კომპანიის, ასევე ტურიზმის ასოციაციების წარმომადგენელი იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ნაბაყოფლობით ვაქცინაციას და ასევე, სექტორის წინაშე მდგარ პრობლემებს შეეხება.

როგორც რესტორატორთა ასოციაციების წარმომადგენელმა შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტურიზმის სექტროში მომუშავეებისთვის მთავარი რჩება ორი გამოწვევა: კომენდატის საათი და შაბათ-კვირის შეზღუდვა.

„ვაქცინა გაგიკეთებია გინდ არა, თუ სერთოდ აღარ იარსებებს სფერო, სფეროს აუცილებლობის არსებობაა ის, რომ დღეს შეზღუდვებია 9 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას მუშაობა არ არის. ეს საკითხები მინისტრთან აუცილებლად დაისმევა. ამ თემაზე დიდი ხანია ვმსჯელობთ“, - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics