15:04 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 18:23:58, 679 ნახვა

საზოგადოება
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ.

მათივე ცნობით, ჟურნალისტ ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და „შაბათის მთავარის“ სიუჟეტზე მუშაობდა.

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დამტვრეულია „მთავარი არხის“ კამერა და ტექნიკა. ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, სასულიერო პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად, „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics