|
2021-04-30 17:11:00, 777 ნახვა
საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2-4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა აკრძალული იქნება
საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა, 4 მაისის შემდგომ დღეებში კი ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ გავიდნენ საფლავზე. „როგორც არაერთხელ უკვე აღინიშნა, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკებით, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)