|
2021-04-29 18:28:29, 599 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა. ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაქერი. შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალი ხელმძღვანელის რანგში დაესწრო ჯეიმს ჯონი. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულება, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის უაღრესად ნაყოფიერი და თანამშრომლობითი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია. ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებს შორის დასახელდა COVID-19-ის პანდემიის დაძლევა, ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა და გამოწვევების მიუხედავად, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელთან და მის გუნდთან გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)