|
2021-04-29 13:56:57, 353 ნახვა
საზოგადოება
სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 400 დევნილ ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 400 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით მუშაობს. „კიდევ 400 დევნილ ოჯახს სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შევუსყიდით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ და პირველად, ამ სასიკეთო ცვლილებით სწორედ აღნიშნული ოჯახები ისარგებლებენ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ. მიმდინარე წელს სააგენტო სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, ჯამში, იძულებით გადაადგილებულ 1200 ოჯახს განასახლებს. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის: https://idp.gov.ge/news-125/
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)