13:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 15:39:58, 746 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ომარ ტაკიძემ ისაუბრა ბიუჯეტის პარამეტრებზე, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც მიუხედავად პანდემიისა არ შეჩერებულა.

ყურადღება გაამახვილა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელსაც პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდული ღონისძიებები და ტურიზმის განვითარება. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დასმულ კითხვებს ომარ ტაკიძემ ამომწურავად უპასუხა. რეგლამენტის თანახმად, ომარ ტაკიძის 2020 წლის მუშაობის ანგარიში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics