|
2021-04-28 14:58:52, 431 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: სელექტიურ კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებების სიმძლავრის, შესაძლებლობებისა და ხარისხის შეფასებას გულისხმობს
„მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძემ სელექტიური კონტრაქტირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სელექტიური კონტრაქიტრება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებით მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის დაწესებულებებზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე. „ სელექტიურ კონტრაქტირება გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების სიმძლავრის, შესაძლებლობების, ხარისხის და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით შეფასებას . სწორედ აღნიშნული შეფასების მიხედვით, სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებით. სელექტიური კონტრაქიტრება არის ქმედითი მექანიზმი, რომლის საშუალებით მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად გონივრული და ეფექტური მიმართვა იმ მაღალი სიმძლავრის დაწესებულებებზე, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაზე. სელექციის პირველი ეტაპი უკვე წარმატებით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები და უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი განხორციელება,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო სელექციის მსგავსი ინსტრუმენტის დანერგვასაც გეგმავს , რომელიც სამედიცინო სექტორში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვასა და სიჭარბის განტვირთვას მოემსახურება. „ვგეგმავთ სელექციის მსგავსი ინსტრუმენტის დანერგვას, რომელიც ემსახურება სამედიცინო სექტორში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვას და სიჭარბის განტვირთვას. ამ მიზნის განხორციელებისთვის, ჩვენ ვგეგმავთ არამხოლოდ არსებული დაწესებულებების სელექციას, არამედ ახალი დაწესებულებების ამოქმედების საკითხის რეგულირებას. სახელმწიფო უნდა გახდეს განმსაზღვრელი თუ სად, რა მასშტაბის, რა სახის სერვისების მიწოდება არის საჭირო. პრიორიტეტების განსაზღვრისას ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის და საჭიროებების პროპორციულად განსაზღვრავს სათანადო სერვისების მოცულობას“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)