15:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 11:50:57, 647 ნახვა

სამართალი
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 500 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 32 250 ლარს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მართვის ქვეშ მყოფი ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics