22:12 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 14:30:18, 558 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხების ერთ სივრცეში მოქცევა არასწორია

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხები განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„ნამახვანჰესთან“ მიმართებაში საინფორმაციო საშუალებებით კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც.

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავითგარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics