|
2021-04-14 18:36:56, 671 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დიალოგისკენ მოუწოდებს
მათ, ვინც საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას სოფელ ნამოხვანში - მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველა ამბიცია და ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რამდენიმე წუთის წინ სატელევიზიო ეთერში განაცხადა. მინისტრის შეფასებით, დიალოგის და კითხვა-პასუხის ყველაზე სწორი ფორმატი არის სპეციალისტების ჩართვა. „ამაში დღესაც დარწმუნებული ვარ, მაგრამ იმის გამო, რომ აქტივისტებს უშუალოდ მინისტრებისგან სურთ პასუხების მოსმენა, ჩვენ ეს პასუხები, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია და მეც, ბატონი ლევან დავითაშვილიც, მზად ვართ, თუნდაც, 24 საათიან რეჟიმში, შედგეს შეხვედრა და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი", - განაცხადა თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ნუ იტყვიან უარს დიალოგზე სხვადასხვა ხელოვნური მიზეზების გამო. „ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია მიზეზი, რომ მათ, დავუშვათ, შეხვედრა სურთ მხოლოდ კონკრეტულ რანგთან, მაგრამ მზად ვართ, რომ ყველა მათ კითხვას გავცეთ პასუხი. იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიციას გვერდზე გადავდებთ, შეწყდება რადიკალური მოწოდებები და დაუბრუნდება პროცესი დიალოგის მაგიდას. ამიტომ მოვუწოდებთ აქტივისტებს, ნუ იტყვიან უარს დიალოგზე, ნუ იტყვიან უარს, მოისმინონ კითხვებზე პასუხები, თუ მათ რეალურად აინტერესებთ ამ პასუხების მოსმენა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ულტიმატუმები - ეს არის დამღუპველი გზა და კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტივისტებს, სწორედ ამაში გამოიჩინონ ძირითადი პატრიოტიზმი და უმნიშვნელოვანეს პროექტზე საუბარი შედგეს დიალოგის მაგიდასთან მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში.
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)