15:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 16:45:15, 700 ნახვა

რეგიონი
სოფელ რენეში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულის, სოფელ ზემო რენეში არსებული საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟის სამუშაოები უკვე დაიწყო.

30 წელია  არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ.

ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის - მათგან 4 გამყოფი ხაზისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი.შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ საბავშვო ბაღში შესაძლებელი გახდება 50 ბავშვმა კომფორტულ  გარემოში -სკოლამდელი განათლება მიიღოს.

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ამასთან შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც.ჩვენი  პრიორიტეტია მომავალი თაობის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში აღზრდა. მიმდინარე წელს დასრულდება სოფელ იგოეთის, გრაკალის და სადგურ მეტეხის ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, ასევე სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

პროექტის სამუშაოების ღირებულება 684 112   ლარია  და   ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics