00:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 16:34:59, 4408 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-მა Johnson&Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა, მიზეზი თრომბთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენაა

ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა Johnson&Johnson-ის ვაქცინის გამოყენების დაუყოვნებლივ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც „ბი ბი სი“ იუწყება, აცრის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში ექვს ბენეფიციარს იშვიათი აშლილობა დაუდასტურდა, რომელიც თრომბთან არის დაკავშირებული.

ექვსივე ვაქცინირებული 18-დან 48 წლამდე ქალი იყო, აქედან ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე კრიტიკული მდგომარეობით კლინიკაში იმყოფება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვაქცინის დროებით შეჩერება უკიდურესი სიფრთხილის გამო გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომმდე შეერთებულ შტატებში Johnson&Johnson-ის ვაქცინით შვიდ მილიონამდე ადამიანია აცრილი, ხოლო ცხრა მილიონი დოზა ჯერ კიდევ გამოუყენებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics