|
2021-04-13 12:43:01, 540 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს და სასოფლო კოოპერატივების ექსპერტს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს, იუკიჰო ეჯირის და სასოფლო კოოპერატივების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კოოპერაციის შესახებ ქვეყნების გამოცდილება გააზიარეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობასა და საჭიროებებზე ისაუბრეს. სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეფორმაზე, ქვეყანაში კოოპერატივების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და ექსტენციის რეგიონული სამსახურების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი მიზანია, სოფლის განვითარების სააგენტო ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ გარდავქმნათ. სააგენტო, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიმართულების გარდა, გარემოს დაცვის მიმართულებებსაც მოიცავს, რომელთა შორისაა სატყეო და ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება კოოპერატივების გაძლიერება, ისინი უფრო მეტად მდგრადი უნდა გავხადოთ”,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, იაპონურმა მხარემ სურვილი გამოთქვა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სპეციალისტებით დაკომპლექტდება. „ტექნიკური დახმარების ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება დარგობრივი ტრენინგების ჩატარება და იაპონიაში სასწავლო ტურების ორგანიზება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ორწლიანი პროექტის განხორციელების საკითხს, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლას და რომლის დასრულების შემდეგაც რეკომენდაციები მომზადდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)