|
2021-04-11 15:21:34, 721 ნახვა
საზოგადოება
Clubhouse-ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა
Clubhouse-ის 1.3 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა. სოციალური ქსელი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, Clubhouse-ის მომხმარებების სახელები, ფოტოსურათების ბმულები, სახელები, რომლებსაც Clubhouse-ის მომხმარებლები სხვა სოციალურ ქსელებში იყენებდნენ, გამომწერების რაოდენობა და ვინ მიიწვია ესა თუ ის მომხმარებელი Clubhouse-ში - ეს იმ არასრული სიის ჩამონათვალია, რომელიც ჰაკერებმა ფორმუზე გაავრცელეს. სოციალურ ქსელს ოფიციალური განცხადება აღნიშნულ თემაზე არ გაუკეთებია, თუმცა მომხმარებლებს უსაფრთხოების შემოწმება, პაროლის შეცვლა და ავტორიზაციის ორდონიანი ფუქციის დაყენება შეთავაზა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ამავე ჰაკერულ ფორმუზე Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გაავრცელეს, კერძოდ, ვინაობა, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, დაბადების თარიღი, მისამართი, ბიოგრაფია და პროფესია.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)