|
2021-04-05 17:16:09, 696 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლიენუსმა. მან ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, საშუალო და მცირე საწარმოების ხელშეწყობა, განათლება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა - ეს ის მიმართულებებია, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)