|
2021-04-03 11:24:10, 846 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - მოლოდინი გვაქვს, რომ აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ მიიღებს ჯანმო-ს ავტორიზაციას
მოლოდინი გვაქვს, რომ აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ მიიღებს ჯანმო-ს ავტორიზაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ჯანმო-ს აღიარების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსი საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრა, სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება. „საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც გახლავთ ჩინური წარმოების, ამ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული, კვლევები, რომლებიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს გვიჩვენებს და ჩვენი მოლოდინია, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმო-ს ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვაქცინაცია აპრილის მეორე ნახევრიდან ვფიქრობთ, უკვე იქნება ხელმისაწვდომი ყველა იმ იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩართულია ქვეყანაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)