|
2021-04-02 17:30:12, 1107 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - პოზნერი არის ძველი „კაკებეშნიკი“, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს
„პოზნერი არის ძველი „კაკებეშნიკი“, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პოზნერსა და რუსულ პროპაგანდისტებს ქართულმა ახალგაზრდობამ პასუხი გასცა და ეს საამაყოა. „დელეგაციაში იყო „ტასის“ გენერალული დირექტორი - „ტასი“ ეს არის ოფიციალური სააგენტო რუსეთის მთავრობის, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ. „სპუტნიკი“ - ეს არის სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა ლიცენზია საქართველოში მაუწყებლობისა და რომელიც აკრძალულია უკრაინაში, რომელიც ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას და იმის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა. ესენი არიან ჰიბრიდული ომის გენერლები! პოზნერი არის ძველი კაკებეშნიკი, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს - ეს არის საქართველოს დაუძინებელი მტერი! დიახ, სტუმარს უნდა მოეპყრო როგორც სტუმარს და მტერს უნდა მოეპყრო, როგორც მტერს! ქართულმა ახალგაზრდობამ შეუსრულა ამ პოზნერს და რუსულ პროპაგანდისტებს და ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ჩვენი პატრიოტული სულით და ჩვენი ქართველობით! ყველაფერი კარგად იქნება!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)