|
2021-03-31 14:06:05, 378 ნახვა
საზოგადოება
მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. მისასალმებელ სიტყვაში გიორგი ხანიშვილმა პანდემიის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მცენარეთა დაცვის მიმართულებით მოსალოდნელი რისკების წინასწარი განსაზღვრის საჭიროების საკითხებზე გაამახვილა. შეხვედრაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ფიტოსანიტარიის განვითარების სტრატეგია, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს. საუბარი შეეხო პანდემიის პირობებში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფიტოსანიტარიული კონტროლის საკითხს. აღსანიშნავია, რომ მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოს ფარგლებში, რისკების ანალიზის და მოკლევადიანი სასწავლო კურსების უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფები ფუნქციონირებს, რომელთა საქმიანობასაც შესაბამისი მიმართულებებით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება წარმოადგენს. სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრების ნაწილი შეხვედრაში, პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)