|
2021-03-30 14:39:47, 1048 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, ყველაზე უფრო სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, ყველაზე უფრო სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კოვიდპანდემია ბიზნესისთვის შესაძლებლობაა, გამოაჩინოს კონკურენტუნარიანობა, ხელისუფლებისთვის კი, შესაძლებლობა გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ კოვიდპანდემიით გამოწვეული შოკი. ყველა პროგნოზი თანხმდება იმაში, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, რომ ყველაზე უფრო სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, დაუბრუნდეს პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას და შევინარჩუნოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში, თუმცა, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში ჩვენ, კოვიდპანდემიას ვიხილავთ როგორც შესაძლებლობას, ერთის მხრივ, ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რომ გახდეს უფრო კონკურიენტუნარიანი და ძლიერი, მაგრამ ჩვენთვის, ეს არის დრო, როდესაც უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯები და უფრო არასტანდარტული გადწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)