|
2021-03-24 17:35:10, 680 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტით“ მიზნად ვისახავთ ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი ქართული ეკონომიკის, ეროვნული წარმოების სამსახურში ჩავაყენოთ
„ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტით გვსურს, რომ ჩვენს სამეცნიერო სფეროში, სამეცნიერო ინსტიტუტებში დაგროვილი იდეები, გამოგონებები, ახალი ტექნოლოგიები, ძალიან საინტერესო და პერსპექტიული მოსაზრებები რეალურ კომერციულ პროდუქტად ვაქციოთ და სამეცნიერო გამოგონებების კომერციალიზაცია მოვახდინოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტი ორი რამით არის მნიშვნელოვანი - ერთი, რომ მოხდეს ჩვენს მეცნიერებაში წლების განმავლობაში დაგროვილი მთელი ინტელექტუალური პოტენციალის წამოწევა და მეორე - მოხდეს ადგილობრივი წარმოებისა და ადგილზე გამოყენების ხელშეწყობა. „ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტი წამოვიწყეთ, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა, რომელიც მონაწილეობს ამ პროექტში და იმედი მაქვს სულ მალე იქცევა კონკრეტულ წარმოებებად, კონკრეტულ პროდუქტებად. ეს შეეხება ბიოტექნოლოგიებს, საკვებ ინდუსტრიაში, ფარმაცევტიკაში ახალ ქართულ გამოგონებებს, მეტალურგიას, წიაღისეულის გამოყენებას და გადამუშავებას. საბოლოო ჯამში მიზანია, რომ ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი ჩავაყენოთ ქართული ეკონომიკის , ქართული ეროვნული წარმოების სამსახურში და რა თქმა უნდა, ექსპორტზეც გავიტანოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მინისტრს თავიანთი პროექტები გააცნეს. ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) 2019 წლის აპრილში დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით. პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ნათია თურნავასთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)