18:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 15:21:57, 2160 ნახვა

ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე: მესამე ტალღა მოსალოდნელია - შეზღუდვების ხელახლა დაწესებას არ გამოვრიცხავ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა მოსალოდნელია.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეზღუდვების ხელახალი დაწესება არ გამორიცხა.

„მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღესდღეობით არის მომატებელი, ჩვენ გვაძლევს იმის ეჭვთა საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღესდღეობით არის რეკომენდირებული: სოციალური დისტანცირება, პირბადის ტარება.

მე არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევე დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები ეს არის ეფექტური გზა, თუმცა კიდევ ერთხელ, ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და პასუხისმგებლობა და ისინი დაიცავენ ყველა ის ღონისძიებებს, რომელსაც შრომითი ინსპექცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეპიდემიოლოგები მიუთითებენ და ჩვენ შევძლებთ, ბიზნესის მინიმალური შეზღუდვით დავძლიოთ მესამე ტალღა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics