|
2021-03-22 12:28:29, 491 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მობაილ და ინტერენტბანკს უსაფრთხოების დამატებითი მეთოდები ემატება
მეტი უსაფრთხოებისთვის, „თიბისის“ მობაილ და ინტერნეტბანკს აპლიკაციაში შესვლისას და ტრანზაქციების შესრულებისას ორმაგი აუთენტიფიკაციის მეთოდი ემატება. 20 მარტიდან, მომხმარებლებმა საბანკო გადარიცხვების შესრულებისას (50 ლარს ზემოთ), ასევე აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლისას SMS კოდი უნდა შეიყვანონ. რეგულაცია ეროვნული ბანკის ინიციატივით ხორციელდება და ის მომხმარებლებისთვის დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. პროცესების და ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისი მომხმარებლებს სანდო მოწყობილობის და კონტაქტების ფუნქციონალის გააქტიურებას სთავაზობს, რაც დაზოგავს მათ დროს. · სანდო მოწყობილობის გაატიურება თუ მომხმარებელი ამ ფუნქციას გაიაქტიურებს, მას მობაილ ან ინტერნეტბანკში შესვლისას ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა არ მოუწევს. სანდო მოწყობილობის ფუნქციონალის გააქტიურება შესაძლებელია „პარამეტრების" განყოფილებაში. (თუ 20 მარტამდე მომხმარებლს სანდო მოწყობილობა უკვე დამატებული ჰქონდა, მისი გააქტიურება ხელახლა იქნება საჭირო). · სანდო მიმღების დამატება სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხის გადარიცხვისას, ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა არ დასჭირდება. სანდო შაბლონის დამატება ტრანზაქციის შესრულების შემდეგ და ასევე, შაბლონების გვერდიდანაცაა შესაძლებელი. დამატების შემდეგ, მომხმარებელს სანდო შაბლონი 24 საათში გაუაქტიურდება. გამარტივებული ფუნქციონალებით სარგებლობისთვის მომხმარებელს მობაილბანკის აპლიკაცია განახლებული უნდა ჰქონდეს. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.products.tbconline.ge/otp
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)