08:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 20:13:11, 710 ნახვა

კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი : საჭიროა ალტერნატიული ძალის გამოჩენა პოლიტიკურ ველზე - მე კი ამ ბრძოლაში ვიქნები რიგითი ჯარისკაცი

„საჭიროა ალტერნატიული ძალის გამოჩენა პოლიტიკურ ველზე - მე კი ამ ბრძოლაში ვიქნები რიგითი ჯარისკაცი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს

„ქართველი ხალხი და ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს, ან ქართულ ოცნებას, ან ნაციონალურ მოძრაობას.

უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება

მე ამ ბრძოლაში ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ისე როგორც ყოველთვის ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემ როლს ვთამაშობდი“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics