|
2021-03-18 13:14:25, 466 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მზად არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს. როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს დაზიანებული. „სამწუხაროდ, მსოფლიოში უმძიმესი ვითარებაა კორონავირუსთან დაკავშირებით. მთელი რიგი ექსპერტები საუბრობენ, რომ მსოფლიო მესამე ტალღას უნდა ელოდეს. ამ პირობებში ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია და ისევ და ისევ ვაქცინაცია. სამწუხაროდ, საქართველოში ამ კუთხით გვაქვს ორი დიდი პრობლემა. პირველი - დაგვიანებით მივიღეთ ვაქცინა და ძალიან მცირე რაოდენობით. მეორე - სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს დაზიანებული და ამ კუთხით საზოგადოებაში ეჭვები გააჩინონ. რა მაძლევს ამის თქმის უფლებას? ხაზს ვუსვამ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ხელმძღვანელობამ - პრემიერებმა, პრეზიდენტებმა, მინისტრებმა უჩვენეს პირადი მაგალითი მოქალაქეებს ვაქცინაციასთან მიმართებაში. საქართველოში რა ხდება? ვაქცინაცია დაწყებულია და სამწუხაროდ, ისე არიან გაჩუმებულები, თითქოს არაფერია. მეგობრებო, ვერ გავიგე თქვენ მართლა ანტივაქცინაციის კამპანიაში ხართ მგონი ჩართული. მივმართავ ღარიბაშვილს, მინისტრებს და ყველას „ქართულ ოცნებაში“. თქვენ პირდაპირ ხართ ჩართული. მე მზად ვარ და მივმართავ მთავრობას, რომ პირადი მაგალითი ვუჩვენო, მივიდე და ნებისმიერ დროს გავიკეთო საჯაროდ ვაქცინა. ამ ვაქცინაში არანაირი პრობლემა არ არის, ეს არის ხსნა და შველა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის. აი, ასეთი პირადი მაგალითი უნდა ვუჩვენოთ ყველას. მივმართავ მათ, ვისაც ეხება ეს, ჯანდაცვის სამინისტროს თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, როცა გნებავთ, პირადადაც დაგირეკავთ აუცილებლად, მოვალ და საჯაროდ გავიკეთებ ვაქცინას, რომელიც ახლა არის საქართველოში ჩამოტანილი. მინდა მოქალაქეებს ჩემი პირადი მაგალითი ვუჩვენო, რომ ვაქცინაციის ჩატარებაში არანაირი საფრთხე არ არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)