21:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 10:55:10, 487 ნახვა

ეკონომიკა
იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ერთადერთი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში გაუძღვება

იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „Red Bridge" განახორციელებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და იაპონურ მარკეტინგულ კომპანიას „Red Bridge" შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა. Red Bridge-ს  იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობს. 2021 წელს, კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan" და „Wine and Gourmet Japan", ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო", რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.

კომპანიასთან „Red Bridge" ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს და მისი საქმიანობა იაპონიის მასშტაბით  ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის შესახებ მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.

განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2020 წელს, იაპონიაში ღვინის 200 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics