|
2021-03-17 15:18:55, 971 ნახვა
სამართალი
შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმართულებით იარაღიდან სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რადგან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-სთვის არ მიუმართავთ. „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)