|
2021-03-16 11:55:20, 468 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ
„ტელეკომპანიას პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს. „ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე არ აპირებენ პროკურატურაში მისვლას და გამოკითხვაში მონაწილეობას მათ მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პროკურატურა ინფორმირებულია ჩემს მიერ. სამწუხაროა, რომ პროკურატურა თავად აუდიო ჩანაწერით აქამდე არ დაინტერესებულა, რომლის გადაცემის მზაობას ვაცხადებდით და ვაცხადებთ“, - წერს გიორგი მშვენიერაძე. შეგახსენებთ, რომ 6 მარტს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის შვილი ბერა ივაიშვილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობენ. აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 9 მარტს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)