|
2021-03-13 16:31:25, 747 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - გამოძიება ახალი მოწმის ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობს
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიება ახალი მოწმის, მარი შარაშიძის ოჯახის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობს. როგორც რამიშვილი ამბობს, გამოძიება ცდილობს, მარი შარაშიძის მიერ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის თაობაზე მომხდარი ფაქტი ბაჩალიაშვილის დედასა და მას დააბრალოს. „იმ დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურა გააკეთა განცხადება, რომ მარიამ შარაშიძეს ბრალი წაუყენეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის თაობაზე პირადი მოტივით და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. დანაშაული 2 დან 6 წლამდე თავისუფულების აღკვეთას ითვალისწინებს. ანალოგიურს განახორციელებს პროკურატურა და ეს ყველაფერი უკვე იქნება თეონადან, თამარ ბაჩალიაშვილის დედიდან დაწყებული, მერე უკვე ჩემზე გადმომისამართებული. ვითომდა ჩვენი მოთხოვნით იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული. გამოძიება ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გადაფაროს, ყველანაირად ხელი შეგვიშალოს ჩვენ და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს ეს გოგონა“, - აცხადებს ადვოკატი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)