21:06 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 14:30:59, 1281 ნახვა

მსოფლიო
ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი და რამდენიმე მინისტრი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ბოლივიის ყოფილი დროებითი პრეზიდენტი ჟანინ ჩეზი და რამდენიმე ყოფილი მინისტრი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ბოლივიის პროკურატურა აცხადებს, დაკავებულებმა 2019 წელს იმდროინდელი პრეზიდენტის ევო მორალესის წინააღმდეგ გადატრიალებაში მონაწილეობა მიიღეს. საპროტესტო მსვლელობების შედეგ მორალესი, რომელსაც არჩევნების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს, გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. მორალესის გადადგომის შემდეგ დროებითი პრეზიდენტი ჟანინ ჩეზი გახდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, გასულ წელს, ოქტომბერში გამართულ საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებში „სოციალისტურმა პარტიამ“ გაიმარჯვა, რის შემდეგაც მორალესი ქვეყანაში დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა, გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულმა ჟანინ ჩეზიმ და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ვენდეტის მსხვერპლია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჟანინ ჩეზი დღეს გამთენიისას დააკავეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics