02:42 - 07 Jul, 2026
|
2021-03-10 15:20:41, 590 ნახვა
სამართალი
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლითაა დაკავებული. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა, „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავდნენ. აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის ავტომობილს საპროტესტო ბანერით წინ გადაუდგნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)