|
2021-03-08 11:44:26, 673 ნახვა
რეგიონი
ქედის მერმა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
ქალბატონი ზურიეთ (ლეილა) ბერიძე, 1941 წლის 8 მარტს დაიბადა სოფელ გეგელიძეებში. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ წარმატებულ და გამორჩეულ ქალბატონს სიმბოლურად დღევანდელი დღე, დაბადებიდან 80 წელი, ხოლო საბიბლიოთეკო საქმიანობის 60 წლის საიუბილეო თარიღი ქედის მერმა ლევან გორგილაძემ მადლობის სიგელით მიულოცა. ,,ყველა ქალბატონს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვუსურვებ წარმატებებს და ისეთ ნაყოფიერ და საინტერესო ხანდაზმულ წლებს, როგორიც ქალბატონ ლეილას აქვს. დამსახურებულ ბიბლიოთეკარს, საპატიო ქედელს, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმის მოქმედ დირექტორს, რამოდენიმე მოწვევის რაიონის დეპუტატს, ცხმორისის საკრებულოს ქალთა კომიტეტის თავმჯდომარეს და სხვადასხვა საზოგადოებრივი საქმიანობის აქტიურ და დამსახურებულ წევრს!.. უდიდესია თითოეული თქვენგანის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირების პროცესში, რისთვისაც გულწრფელად გიხდით მადლობას!", - განაცხადა ლევან გორგილაძემ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)