16:01 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 10:13:35, 671 ნახვა

საზოგადოება
ზაზა ნოზაძე ბოდიშზე - პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების

რეპ შემსრულებელი ზაზა ნოზაძე ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ "მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების მსხვერპლი" თვითონ არ ყოფილა. 

"მეგობრებო, როგორც იხილავდით, კონკრეტული ადამიანები თუ ძალები ცდილობენ ჩემი "ბოდიში“ მიაწერონ ბოლო დროს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რაც არის სრული სიყალბე. საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით! თუ ეს  არის სინამდვილე - ეგ არის სრულიად ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტები და, მჯერა, შესაბამისად დაიგმობა კიდეც!

ვიდექი და ვიდგები, ყოველთვის იმ მხარეს, სადაც ხალხია რომელიც არავის პატიობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. თუმცა ეს არავის აძლევს უფლებას ჩემს პირად ცხოვრებაში იქექიალოს და საზოგადოებას ისე მიაწოდოს ჩემზე ცნობა, როგორც მას აწყობს, რომ ამით კიდევ უფრო გაამყაროს მტკიცებულება. არანაირი არაფერი ისეთი არ ყოფილა, რასაც შეიძლება ამ ჩანაწერთან კავშირი ქონდეს და მერე უკვე თქვენს გამოგონილ ზღაპრებთან. თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას, როგორც გსურთ, სადამდე მიგიყვანთ, ვერ ვხვდები! მე აქ ვარ და გეუბნებით, რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე არც საზოგადოებას! სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით!" - წერს ნოზაძე Facebook-ზე. 

ზაზა ნოზაძემ ბერა ივანიშვილს საჯაროდ ბოდიში 2018 წელს მოუხადა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics