|
2021-03-05 12:18:06, 622 ნახვა
საზოგადოება
ალეკო ელისაშვილი - მიხეილ სააკაშვილს დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა
ერთადერთია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კარგია, რომ სააკაშვილის თანაგუნდელები მის პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. „როგორც ჩანს, შეთანხმება ყველამ კარგად გავითავისეთ, რაც შარლ მიშელის ჩამოსვლის დროს შედგა. ერთადერთია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა. კარგია, რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ეს ჩანს და ეს არის მისასალმებელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანას არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები სჭირდება.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)