|
2021-03-04 16:01:06, 1054 ნახვა
საზოგადოება
ჰანს კლუგე - საქართველოს მთავრობამ შეასრულა ყველა ვალდებულება, მაგრამ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება
„კოვაქსმა“ ახლა დაიწყო გლობალური მასშტაბით ვაქცინების მიწოდება და იმედი გვაქვს, მომდევნო კვირებში ეს ყველაფერი რეგიონებში მოხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის მინისტრა ყველა ვალდებულება შეასრულეს. „ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულეს, თუმცა განსხვავებული გზავნილები ვიხილე პრესაში. საქართველომ, როგორც ქვეყანამ და როგორც მთავრობამ ყველა ვალდებულება შეასრულა. „კოაქსმა“ ახლა დაიწყო გლობალური მასშტაბით ვაქცინების პირველი მიწოდება, ეს რთული პროცესია და იმედი გვაქვს რომ მომდევნო კვირებში ეს ყველაფერი ყველა რეგიონში მოხდება“, - განაცხადა ჰანს კლუგემ. მანვე დასძინა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შორის აღნიშნულ საკითხზე, გასულ კვირას სატელეფონო კონფერენცია შედგა. „დღესაც გვაქვს კომუნიკაცია UNICEF-თან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ ვაქცინის მიწოდების თარიღი. ამიტომ ხალხისადმი გზავნილი არის, რომ დაიცვან საზოგადოებრივი და სოციალური ზომები და ის, რომ: მათი მთავრობა, „კოვაქსი“ და ჯანმო ნამდვილად 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ ქვეყანას ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად ჰქონდეს,“ - აღნიშნა ჰანს კლუგემ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)